სიახლე 

ფოთში იოგას ცენტრი გაიხსნა 15 06 21

ფოთში იოგას ცენტრი გაიხსნა,რომელსაც სერთიფიცირებული ინსტრუქტორი მარიკა გაბელია ხელმძღვანელობს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის , კულტურის ძეგლთა დაცვის,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ დღეს შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, იოგას ინსტრუქტორმა ცენტრის მნიშვნელობაზე და მის  სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა.როგორც ჩვენთან საუბარში მარიკა გაბელია, აღნიშნავს, იოგას მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად  იყენებენ სტრესის მოსახსნელად და ის ხელს უწყობს სხეულის გაძლიერებას. ზურაბ ტიბუას თქმით ფოთში აღნიშნული ცენტრის გახსნა ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია,ის ფოთის მოსახლეობას  იოგის მიმართ აქტიურობისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია,რომ იოგის მოყვარულებს  შეუძლიათ მიმართონ მარიკა გაბელის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან ეწვიონ მისამართზე დავით აღმაშენებლის №20, III სართული.

მსგავსი სტატიები