ფონდმა ,,ბილივმა” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნა 15 06 21
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა და მას ფონდი ,,ბილივი’’ ყოველწლიურად სხვადასხვა ფორმით აღნიშნავს, მიზანი კი უცვლელია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდაჭერა და გაძლიერება.
მიმდინარე წელს ფონდში განხორციელდა პროექტი “მშობელთა ხმა”, რომელიც სწორედ შშმ ბავშვების მშობლების გაძლიერებას, მათთვის ახალი ცოდნის გაზიარებას და შესაძლებლობების შექმნას ისახავდა მიზნად.პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები 5 თვის მანძილზე დაესწრნენ ინტენსიურ, ონლაინ ტრენინგ კურსს ადვოკატირების, ბავშვთა/მშობელთა უფლებების და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ.
ბილივმა სიმბოლურად 14 ივნისი, მათთვის მნიშვნელოვანი თარიღი აირჩია კოლხეთის ეროვნულ პარკში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიების ჩასატარებლად და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა პროექტის ბაზაზე ჩამოყალიბებულ მშობელთა კლუბს.
.აღსანიშნავია,რომ უკვე მე 7 წელია ფონდი ,,ბილივი’’ ახალ შესაძლებლობებს უქმნის ქალაქ ფოთში მცხოვრებ მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მისაღებად და ამაღლებს მოხალისეობრივი საქმიანობის კულტურას.