ფოთში თამარ ფაჩულიას სკოლა-გიმნაზია,დაიხურა 16 06 21
ფოთში თამარ ფაჩულიას სკოლა-გიმნაზია,რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს. დაიხურა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების გამო, მოსწავლეთა უმრავლესობამ ერძო სკოლა დატოვა,რამაც,შესაბამისად სკოლის დახურვა გამოიწვია
,,სკოლაში რეგრესული მდგომარეობა შეიქმნა, რის გამოც, სკოლის მენეჯმენტმა გარკვეული გადაწყვეტილება რებრენდინგთან დაკავშირებით მივიღეთ, რაც ფოთში არსებული სკოლის დახურვას და თბილისში, კერძოდ ვაკეში ახალი სკოლის გახსნას გულისხმობს’’ განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში, სკოლა- გიმნაზიის დირექტორმა თამარ ფაჩულიამ
შეგახსენებთ, რომ ფოთში, თამარ ფაჩულიას სკოლა-გიმნაზია, ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა.