სიახლე 

ფოთის ცენტრალურ პარკში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა 16 06 21

 გუშინ ფოთის ცენტრალურ პარკში რომლის რეაბილიტაცია ჯერ დასრულებულიც კი არ არის ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა.

აღნიშნულ საკითხს,ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახური გამოეხმაურა, ჩვენ მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

,,სამწუხაროა,რომ ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა კულტურისა და დასვენების პარკში,სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერაც მიმდინარეობს. ობიექტი არ არის ჩაბარებული და მსგავსი ფაქტები ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის როგორც კომპანიას ,ასევე ქალაქს.მოვუწოდებთ მოსახლეობას მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ საზოგადოებრივ საკუთრებას.ეს ქალაქი ჩვენი და ჩვენი შვილების არის და მისი მოვლა-პატრონობა თითოეული მოქალაქის ვალია,,

შეგახსენებთ,რომ ფოთის  ცენტრალურ პარკში,რომელშიც ჯერ კიდევ  მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, გუშინ მოზარდებმა დააზიანეს.

მსგავსი სტატიები