„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს განცხადებას ფოთელი ოპოზიციონერები ეხმაურებიან 16 06 21
,,პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს, პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) გრანტის “საპარლამენტო ზედამხედველობის შეფასება საქართველოში” ფარგლებში, წარმოადგენილ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას ეხება.
,,კოვიდ პანდემიის დროს განრიგით გათვალისწინებული 11 მინისტრის საათის ნაცვლად, მხოლოდ 4 მინისტრის საათი ჩატარდა; ე.წ. კლანის წევრების მიერ სასამართლო სისტემის მართვა ასევე არაერთხელ გახდა საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების მსჯელობის საგანი. თუმცა, არცერთ ზემოთაღნიშნულ საკითხზე კომიტეტებს სპეციალური სხდომა არ ჩაუტარებიათ და არ მოუწვევიათ სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი სუსტია”,- წერია “საერთაშორისო გამჭირვალობის” ანგარიშში.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ ოპოზიციური პარტიის ფოთელ ლიდერებს ვესაუბრეთ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ეს არის პირდაპირი გზავნილი მმართველი პარტიის მიმართულებით და გაფრთხილება, რომ მალე საქართველოში მთავრობა შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-მ დღეს გაავრცელა.