სიახლე 

ნიკა მელია აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს 16 06 21

საქართველოს, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს, კოვიდ შეზღუდვების გამო კაპიტოლიუმის შენობა ოფიციალური შეხვედრებისთვის, მხოლოდ რამდენიმე დღეა გაიხსნა და ნაციონალური მოძრაობის დელეგაცია ერთ-ერთი პირველია, რომელიც სენატში მოლაპარაკებებს მართავს.

„მოხარული ვარ, რომ პირადად გავიცანი საქართველოს უდიდესი მეგობარი, სენატორი ჯონსონი, მის შესახებ ძალიან ბევრი რამ მსმენია, თუ როგორ იცავდა იგი ქართულ დემოკრატიას, მის ფასეულობებს და ღირებულებებს“-აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ინტერვიუში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის ფოთელ ლიდერს დარეჯან ცხვიტარიასაც ვესაუბრეთ

შეგახსენებთ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ,აშშ-ში აგრძელებს შეხვედრებს და აღნიშნული ,ხვალიდან წარმომადგენელთა პალატაში გადაინაცვლებს.

მსგავსი სტატიები