სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 1 06 21

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 811 ადამიანს დაუდასტურდა, ინდური შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი სიმპტომატიკაც ცოტათი განსხვავდება, მას უფრო მეტი სურდო შეიძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ინდური შტამი უფრო ჰგავს ჩვეულებრივ გაციებასა და გრიპისმაგვარ დაავადებებს. იმნაძემ ასევე ვაქცინაციაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით „აცრის დროსაც შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება, რადგან არავითარი კავშირი აცრასა და ანტიბიოტიკის მიღებას შორის არ არსებობს. თუ რამე მწვავე ინფექცია გაქვთ, მხოლოდ იმ დროს არ შეიძლება აცრა. თუ ადამიანი ვაქცინირებულია, მაგრამ აუცრელების გარემოცვაშია, პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოს აღნიშნა იმნაძემ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 98 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 24 კოვიდ პაციენტი სენაკის კლინიკა სენამედში 12 კოვიდ პაციენტია ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 20 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 41 პაციენტია, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის 5ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სტატიები