სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 17 06 21

საქართველოში კორონავირუსის 714 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას გამოუყო 50 მილიონი ევრო COVAX-ის პლატფორმიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და COVID -19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა, რომელიც წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში უზრუნველყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილს. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა რა არის ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის მატების მთავარი მიზეზები. მისი თქმით ერთ-ერთ მთავარ ფაქტორი საქართველოში COVID-19-ის სხვადასხვა შტამების გავრცელებაა და მოსახლეობას მოუწოდებს, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში ტესტი გაიკეთოს. 16 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,36%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 2,49%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2,4%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 920 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 342 720 დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 714 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 39 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 94 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 26 კოვიდ პაციენტი სენაკის კლინიკა სენამედში 12 კოვიდ პაციენტია ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 20 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 39 პაციენტია, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სტატიები