სიახლე 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9-ვე კანდიდატს მხარი დაუჭირა 17 06 21

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უზენაესი სასამართლოს,მოსამართლეობის 9 კანდიდატს მხარი დაუჭირა.

გიორგი გოგიაშვილი; გოჩა აბუსერიძე; ლევან თევზაძე; ქეთევან მესხიშვილი;  გიორგი შავლიაშვილი; რევაზ ნადარაია;  ბიძინა სტურუა; ეკა ზარნაძე; ლაშა ქოჩიაშვილი. ეს იმ მოსამართლეების სიაა, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში იღებდნენ მონაწილეობას, საბჭოს გადაწყვეტილებით, 9-ვე კანდიდატი პარლამენტს წარედგინება.

მართლმსაჯულების სისტემაში, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ცვლილებები სწორედ დღეს განხორციელდა, აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეების 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით იმსჯელობს.

აღსანიშნავია, რომ რომ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე  9 მოსამართლე წარადგინეს.იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღესვე 88 კანდიდატის ქვედა ინსტანციაში დანიშვნასა და 8 პირის ქვედა ინსტანციაში გადაყვანაზე იმსჯელებს.

მსგავსი სტატიები