სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს შემთხვევა არ დაფიქსირებულა

საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლაბორატორიულად მხოლოდ ერთი ე.წ. სამხრეთ აფრიკული და 18 ინდური შტამია დადასტურებული, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი შტამებით ბევრად მეტი ადამიანია ინფიცირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში, 80%-დან 90%-მდე, ე.წ. ბრიტანული შტამი დომინირებს, რის გამოც, ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი სტაბილურდება. გერმანია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის საზღვრებს 25 ივნისიდან გახსნის. ამის შესახებ გერმანიის მთავრობაში განაცხადეს. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ 25 ივნისიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ჩასვლა ნებისმიერი მიზეზით შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ვიზიტორებმა გერმანიაში ჩასვლამდე, სულ მცირე, 14 დღით ადრე უნდა გაიარონ სრული ვაქცინაცია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 94 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 26 კოვიდ პაციენტი სენაკის კლინიკა სენამედში 39 კოვიდ პაციენტია ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 20 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 39 პაციენტია, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. გასული კვირის კოვიდ სტატისტიკაზე ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

მსგავსი სტატიები