სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 2 შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რეგულაციების მოხსნა სწორია, თუმცა – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა დარჩენილ რეკომენდაციებს ზედმიწევნით შეასრულებს.ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, მომდევნო კვირიდან ისრაელში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება. ამის შესახებ კორონავირუსის საკითხებში კოორდინატორმა, ნახმან აშმა განაცხადა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი, სულ მცირე, ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე ვირუსის თავდაპირველი ვარიანტი.

სვამინატანმა აღნიშნა, რომ ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულ პაციენტს ინფექციის გადადება რამდენიმე ადამიანისთვის შეუძლია.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 699 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 32 შემთხვევა დაფიქსირდა.ამჟამად  რუხის კლინიკაში იმყოფება – 80 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში 14  სენაკის კლინიკა სენამედში  12  ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 13  სენაკი ლაზიკა მედში – 17  პაციენტია, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის  2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები