სიახლე 

ევროკავშირის ელჩი ფოთის საზღვაო აკადემიას ესტუმრა 25 06 21

დღეს, ფოთის საზღვაო აკადემიას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცერი ესტუმრა, რომელმაც საზეიმო ვითარებაში „ნიკო ნიკოლაძის“ სახელობის ბიბლიოთეკა გასხნა და საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მეზღვაურობაზე და მის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობებზე ესაუბრა.კარლ ჰარცერი, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხო „დღეს საქართველოში  ჩამოდიან სამი ევროკავშირის ქვეყნების, ავსტრია, ლიეტუა და რუმინეთის მინისტრები რომლებსაც მე შევხვდები და გვექნება სხვადასხვა სახის დისკუსიები რეგიონებთან დაკავშირებით, ფართო რეგიონალურ საკითხებზე’’ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.ევროკავშირის ელჩმა, ასევე საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე,  შესაძლო პოლიტიკურ კრიზისზე და პარტია „ლელოს“ ულტიმატუმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,კარგი იქნება თუ მმართველი პარტია დაფიქრდება 19 აპრილის შეთანხმებაზე. შეგახსენებთ,  რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცერი  დღეს ფოთის საზღვაო აკადემიას ესტუმრა და იქ მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებს გაეცნო..

მსგავსი სტატიები