სიახლე 

ფოთში ,,აჭარა ტექსტილში” კვებითი ინტოქსიკაცია დაფიქსირდა 25 06 21

ფოთის სამკერვალო ფაბრიკის “აჭარა ტექსტილი’’-ს” 20-ზე მეტი თანამშრომელი ინტოქსიკაციით ფოთის სხვადასხვა საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

როგორც ცნობილია საწარმოში დასაქმებულთათვის გათვალისწინებულია დღეში ერთჯერადი კვება,  სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული  სადილი გახდა მასობრივი მოწამვლის გამომწვევი მიზეზი.

დაზარალებულები ქალაქის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი და შესაბამისი კვლევები და სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

აღნიშნულ ინციდენტზე კომენტარი  აჭარა-ტექსტილის დირექტორმა გია ლომინაძემ გააკეთა. ,,ჩვენ გვყავს დაქირავებული კომპანია, ვისთანაც გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა და ვინც გვაწვდის საკვებს. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები განაცხადა’’ გია ლომინაძემ

შეგახსენებთ,რომ ფოთში ძლიერი ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა.

წინასწარი ინფორმაციით მოწამლულია 20-ზე მეტი  ადამიანი, შემთხვევა სამკერვალო ფაბრიკა ,,აჭარა ტექსტილში” მოხდა.

მსგავსი სტატიები