ამინდის პროგნოზი 25.06.21
1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს. მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყეში ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა. 24 ივნისიდან 1- 2 ივლისამდე კი დასავლეთ საქართველოში დღისა და საღამოს საათებში ელჭექის თანხლებით,ხანმოკლე წვიმები იქნება
26 ივნისს, შაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი, ღამით კი +20, +22 გრადუსი იქნება. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
27 ივნისს, კვირას ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი, ხოლო ღამით +20, +22 გრადუსი იქნება. დღის განმავლობაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა.