სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 28 06 21

“29-30 ივნისს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით (მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი), შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 29 ივნისს, სამშაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი, ღამით +21, +23 გრადუსი იქნება. დღის განმავლობაში დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ. 30 ივნისს, ოთხშაბათს ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი, ღამით კი +21, +23 გრადუსი იქნება. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 1 ივლისს, ხუთშაბათს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +21, +23 გრადუსი. დღე ცვალებადი ღრუბლიანობით ჩაივლის.

მსგავსი სტატიები