სიახლე 

ოპოზიციონერები კოვიდრეგულაციების დარღვევის დროს დაწერილი ჯარიმების სუბსიდირებაზე საუბრობენ 28 06 21

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერებათ.

ამნისტია შეეხება და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.

რა მიზანი აქვს მმართველი პარტიის მხრიდან კოვიდრეგულაციების დროს დაწერილი  ჯარიმების სუბსიდირებას ?  აღნიშნული კითხვით,ჩვენ ოპოზიციური პარტიების  ფოთელ ლიდერებს მივმართეთ, როგორც ისინი აცხადებენ,  ყოველივე  წინასაარჩევნო მანიპულაციაა.

„ქართული ოცნება თამაშის ისევ ძველ წესებს მიმართავს, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთ ნათელი  მაგალითია’’ აღნიშნა ოპოზიციური პარტია ,,ლელო’’-ს წარმომადგენელმა მაია ჩხარტიშვილმა.

 „ქართული ოცნება არ ეშვება ხალხის მოტყუებას და მათი ნდობის მოპოვებას კვლავ ძველებური ხერხებით ცდილობს, რაც ნამდვილად არ გამოუვათ’’ ,,განაცხადა  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელმა, დარეჯან ცხვიტარიამ.

,,ევროპული საქართველო’’-ს წარმომადგენელი ვახტანგ დარცმელიძე კი ჯარიმებში გადახდილი თანხის მოსახლეობისთვის დაბრუნებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 ივნისს განაცხადა, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევის დროს გაწერილი ყველა ჯარიმა დასუბსიდირდება.

მსგავსი სტატიები