სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 1 შემთხვევა დაფიქსირდა 29 06 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 194 ადამიანს დაუდასტურდა

ივლისში ერთდროულად ოთხი სახის ვაქცინა გვექნება. ეს ვაქცინებია: „სინოვაკი“ „სინოფარმი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმის გამო, რომ ჯერ არც ქვეყანას და არც მსოფლიოს კორონავირუსის პანდემია არ დაუმარცხებია, აუცილებელია, მოსახლეობამ კვლავ განაგრძოს წესების დაცვა.

ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 3 მილიარდზე მეტი დოზა გაიხარჯა ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 3 მილიარდზე მეტი დოზა გაიხარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ვაქცინების 1.2 მილიარდი დოზა გაიხარჯა, ინდოეთში – 329 მილიონი დოზა, ხოლო აშშ-ში – 324 მილიონი დოზა.რაც შეეხება ევროკავშირს, გასული წლის დეკემბერში ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 32%-მა მიიღო.ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მალტას აქვს, სადაც მოსახლეობის 70% სრულად ვაქცინირებულია.

ამერიკელმა სპეციალისტებმა ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან შექმნეს დამცავი პირბადე, რომლის დახმარებითაც შესაძლოა დადგინდეს ინფიცირებულია თუ არა ადამიანი კორონავირუსით. ამის შესახებ ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელიც MIT-ზე გამოქვეყნდა.პირბადეს აქვს გადამცემი, რომლის ჩაკერებაც ლაბორატორიისთვის განკუთვნილ ხალათსა და სხვა ტანსაცმელშიცაა შესაძლებელი. გადამცემი სპეციალური სენსორებით ინფიცირების ფაქტს პირბადის გამოყენებიდან საათ-ნახევარში ადგენს. ამ დანადგარის ჩართვა ისეა შესაძლებელი, რომ მონაცემები სხვა ადამიანებისთვის კონფიდენციალური დარჩეს.

საქართველოში „დელტა“ შტამის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „დელტა“ შტამი ევროპის ქვეყნებში ე.წ. ბრიტანულ შტამს ანაცვლებს და სულ უფრო ინტენსიურად ვრცელდება მსოფლიოში.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44 შემთვევა გამოვლინდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის — ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსგავსი სტატიები