სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 3 შემთხვევა დაფიქსირდა 30 06 21

საქართველოში კორონავირუსის 1010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრი მასობრივი ვაქცინაციის საკითხზე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა . ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც COVID-19-ის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით ითვალისწინებს. მოქალაქეებს „ფაიზერის“ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ კლინიკებში ექნებათ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება კლინიკების ნაწილში, ხოლო „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. პასტერის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა თორმეტჯერ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანს. პასტერის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში, ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით ინფიცირების რისკი არავაქცინირებული ადამიანებისას შეადარეს. კვლევა ვაქცინაციის დაფარვის შემდეგ სავარაუდო სცენარებს ეფუძნება: 12-დან 17-წლამდე ასაკის პირებში 30%-იანი დაფარვა, 18-დან 59- წლამდე – 70% და 60 წლის ზემოთ – 90% დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1010 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 31 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 88 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 18 კოვიდ პაციენტი სენაკის კლინიკა სენამედში 12 კოვიდ პაციენტია ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 9 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 30 პაციენტია, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის 3ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები