სიახლე 

მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს 30 06 21

გუშინ , გამართული  ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, ლეიბორისტული პარტიის  ფოთელმა ლიდერმა მამუკა ხორავამ, ქალაქის „საპატიო მოქალაქის“ წოდებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა .„ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი და წარმატებული მოჭადრაკეები ქალაქში, რომლებსაც ღირსეული და საამაყო მწვრთნელები ჰყავთ,  ერთ-ერთი ასეთი არის დავით კოდუა, რომელიც წლებია უკვე  ამ სფეროს ემსახურება, არის ქალაქში ერთ-ერთი მოწესრიგებული ახალგაზრდა და მე მოვუწოდებ ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ იფიქროს ამ ადამიანების დაფასებაზე და აღნიშნული სტატუსის მათთვის  მინიჭებაზე“-განაცხადა მამუკა ხორავამ .შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადება მამუკა ხორავამ, გუშინ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, მისი მთავარი მოთხოვნა წარმატებული მოჭადრაკეებისთის ,,საპატიო მოქალაქე’’-ს წოდების მინიჭებაა.

მსგავსი სტატიები