ფოთის კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა გრძელდება 01 07 21
ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში ,საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა მოეწყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის მწვანე ნარგავებით შევსება.
გუშინ ფოთის კულტურის და დასვენების ცენტრალურ პარკში გაზაფხული-ზაფხულის მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილები დაირგო : პეტუნია, სალვია, და ლომისპირას 13 000 ნერგი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად ბათუმის მერიამ გადმოსცა.
ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება. პარკის გახსნა უახლოეს დღეებში იგეგმება.