1 აგვისტოდან “მუსიკოსთა პარკი” მაყურებლებს უმასპინძლებს 01 07 21
„ბლექ სი არენა“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს.
კოვიდვითარებიდან გამომდინარე, „ბლექ სი არენა“-ზე დაგეგმილი ღონისძიებები 2022 წლამდე გადაიდო. თუმცა, ორგანიზატორები წელს ღონისძიებებს მუსიკოსთა პარკში მოაწყობენ, რომელიც საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ მდებარეობს. მათ შექმნეს რამდენიმე კვირაზე გათვილი კონცეფცია სახელწოდებით „გამოღვიძება“, რაც როგორც მუსიკალური ღონისძიების, ასევე სხვადასხვა ეკოინიციატივების ჩატარებას გულისხმობს.
„ბლექ სი არენა“ მსმენელსა და მაყურებელს 1 აგვისტოდან უმასპინძლებს. ღონისძიებები ძირითადად უფასო იქნება.
როგორც ჩვენთან ინტერვიუში ,, მუსიკოსთა პარკი’’-ს პროექტების ხელმძღვანელმა, ციცი იაშვილმა განაცხადა: – 14 აგვისტოს მაყურებელი ავსტრიელ მუსიკოსს მანუ დელაგოს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ 2022 წლიდან განაახლებს ფუნქციონირებას,ხოლო მანამდე მაყურებელს ,,მუსიკოსთა პარკი ‘’ უმასპინძლებს.