სიახლე 

მატარებლის განრიგში ცვლილებებია 01 07 21

1 ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმების გამო, „საქართველოს რკინიგზა“ მატარებლების მიმოსვლის განრიგს ცვლის. ,,თბილისიდან გასვლა – 17:45, ფოთში ჩასვლა – 23:20. ფოთიდან გასვლა – 7:25, თბილისში ჩასვლა – 13:10’’

 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ირინა ხიზანიშვილს ვესაუბრეთ.

 შეგახსენებთ რომ მატარებელში შესვლისთანავე მგზავრებმა უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაონ.მგზავრებმა უნდა იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მგზავრობისგან თავი უნდა შეიკავონ.ამასთან პირბადის ქონა  მგზავრობის პროცესში აუცილებელია. მატარებლით მგზავრობის ფასი უცვლელია.

მსგავსი სტატიები