სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს შემთხვევა დაფიქსირდა 01 07 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 980 ადამიანს დაუდასტურდა,Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 367 058 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 352 624, გარდაიცვალა 5327 პაციენტი.

დღეიდან ევროკავშირში ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემა ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისია ავრცელებს.

სერტიფიკატი ციფრულ და ბეჭდურ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი. დოკუმენტი QR-კოდს შეიცავს და უფასოდ გაიცემა. იგი ადასტურებს, რომ ადამიანი კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილია, რომ მას აქვს ტესტის უარყოფითი შედეგი ან ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეძლებენ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას სერტიფიკატის მფლობელებისთვის (კარანტინი, იზოლირება ან ტესტირება), თუ ეს ზომები აუცილებელი არ არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად.

რუხის კლინიკაში იმყოფება – 88 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში  – 18 სენაკის კლინიკა სენამედში  12 კოვიდ პაციენტი აბაშის ევექსის კლინიკაში  – 9 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედი – 30 პაციენტი, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 27 პირი.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის  2  ახალი შემთვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სტატიები