სიახლე 

ფოთში N11-საჯარო სკოლაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში განიხილეს 02 07 21

ფოთში  11 საჯარო სკოლაში  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ,,ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გზშ-ის ანგარიში საჯარო განხილვა შედგა. შეხვედრის მიზანი ფოთის მოსახლეობისთვის აღნიშნული მშენებლობი საკითხის გაცნობა, მისი გარემოზე უარყოფითი გავლენის და თავიდან აცილების გზები იყო. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარებდა.  აღსანიშნავია რომ ნაბადის უბნის მოსახლეობა შიშობს, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ეკოლოგიაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზიანის მომტანი იქნება. ამასთან დაკავშირებით, სკოპინგ-ანგარიშის წარდგენისას არაერთი კითხვა დაისვა. შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და APM Terminals Potiს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები