ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 2 შემთხვევა დაფიქსირდა 02 07 21
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 964 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი.
Johnson & Johnson-ის მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ინდურ შტამთან ბრძოლაში მაღალი ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ იმუნური პასუხის ხანგრძლივობა სულ მცირე 8 თვეს შეადგენს. გარდა ამისა, Johnson & Johnson-ის მტკიცებით, მათი ვაქცინა ეფექტურია „სხვა, ფართოდ გავრცელებული შტამების წინააღმდეგაც“.
დღეის მდგომარეობით, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) შემდეგი ვაქცინები დაამტკიცა: Moderna, AstraZeneca, Janssen-ი და Pfizer-ი.
ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ვაქცინაციის სტრატეგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მყარი მტკიცებულებებიდან მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაქცინის ორი დოზა ე.წ. ინდური შტამისგან იცავს.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან:სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30,შემთვევა დაფიქსირდა,რუხის კოვიდ კლინიკაში იმყოფება 78 კოვიდპაციენტი, ფოთის კლინიკაში 21 ,სენაკის კლინიკა სენამედში 12, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 9 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედი – 42 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 30 პირი.
ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის -2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, უფრო ვრცლად მიმდინარე კვირის მოვლენებზე ქალაქში, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.