სიახლე 

ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორს მოქალაქე დაუპირისპირდა 06 07 21

ფოთის,, მე-9-ე ტალღა’’-ის ტელევიზიას, მოქალაქე მარინა გიგაშვილი დაუკავშირდა,როგორც ის აცხადებს, ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორს ნოდარ კორსანტიას, ბაზრის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა აქვს გახორციელებული,,აღნიშნულ ტერიტორიაზე კანალიზაციის პრობლემა და აუტანელი სუნია ,რაც დისკომფორტს ქმნის ‘’აღნიშნა გიგაშვილმა.ჩვენი გადამღები ჯგუფი აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, დავინტერესდით იყო თუ არა აღნიშნული სასამართლო დავის საკითხი,როგორც გიგაშვილი აცხადებს,სასამართლოში დავას არ აპირებს და მხოლოდ შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს მეტი ყურადღებისკენაღნიშნული საკითხის საფუძვლიანად გამოსარკვევად ჩვენ აგრარული ბაზრის დირექტორს ნოდარ კორსანტიას ვესაუბრეთ, მისი განცხადებით აღნიშნული ტერიტორია უკვე რამდენიმე წელია მისი საკუთრებაა და ის მას მემორანდუმით გადაეცა. ნოდარ კორსანტია მარინა გიგაშვილის ბრალდებას უსაფუძვლოს და უსამართლოს უწოდებს შეგახსნებთ,რომ აღნიშნულ საკითხზე, სიტყვიერი დავა მარინა გიგაშვილსა და ნოდარ კორსანტიას შორის წლებია გრძელდება.

მსგავსი სტატიები