სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 1 შემთხვევა დაფიქსირდა 07 07 21

საქართველოში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდპანდემიის პერიოდში გამოჩენილი თავდადებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა. „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყველა თანამშრომელს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათი თავდადებისთვის, რომელიც მათ კოვიდპანდემიის პერიოდში გამოიჩინეს. ეს იყო ნამდვილად უპრეცედენტო გამოწვევა, რომლისთვისაც ვერცერთი ქვეყანა მზად ვერ იქნებოდა. სწორედ ჩვენი სასწრაფოს ექიმები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც პირველივე დღიდან იდგნენ ჩვენი მოქალაქეების დაცვის სადარაჯოზე“, – აღნიშნა ტიკარაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 78კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 12 კოვიდ პაციენტი სენაკის კლინიკა სენამედში 12 კოვიდ პაციენტია ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 10 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 15 პაციენტია, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები