სიახლე 

„კეფალის ფესტივალის“ ფარგლებში შეხვედრა- ლექცია გაიმართა 07 07 21

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, კეფალის ფესტივალის ფარგლებში საჯარო ლექცია თემაზე “მოგონება მომავალზე”გაიმართა, რომელშიც ნიკო ნიკოლაძის თანამოაზრეებზე და თანამშრომელებზე,  შეგროვილი ინფორმაციის პრეზენტაცია მოეწყო. ასე მენეჯმენტის თემა, კერძოდ, მე -20 -ე საუკუნის დასაწყისის  და თანამედროვე ეპოქის მენეჯერული მიდგომების საკითხების-შედარება, განიხილეს. ლექციას საინფორმაციო- საგანმანათლებლო ხასიათი ჰქონდა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ,  ქალაქის მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად.აღნიშნული შეხვედრა-ლექცია, ალექსანდრე ქავთარაძის, და ფესტივალის ხელმძღვანელის, ნანა ტაბიძის მიერაა მომზადებული. შეგახსენებთ,რომ აღნიშნული შეხვედრა, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში,  კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

მსგავსი სტატიები