სიახლე 

ფოთში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გაიხსნა 09 07 21

ფოთში პარტია „საქართველოსთვის“ სამოქალაქო ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა.ოფისის გახსნას გიორგი გახარია პარტიის წევრებთან ერთად ესწრებოდა. ისინი შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდნენ და პარტია „საქართველოსთვის” პროგრამული ხედვების ძირითადი მიმართულებები გააცნეს. „საქართველოში, მათ შორის ფოთში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად გვჭირდება წესრიგი“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.„ზუგდიდის მერე გავხსენით ფოთში პარტიის ოფისი. ჯერჯერობით ვმსჯელობთ მერობის კანდიდატებზე და უახლოეს მომავალში ამის შესახებაც მოგახსენებთ, ვინ იქნება მერობის კანდიდატი ფოთში და ზუგდიდშიც“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. შეგახსენებთ, რომ ფოთში პარტია „საქართველოსთვის“ სამოქალაქო ორგანიზაციის ოფისის გახსნას, გიორგი გახარია პარტიის წევრებთან ერთად ესწრებოდა

მსგავსი სტატიები