ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 5 შემთხვევა დაფიქსირდა 09 07 21
საქართველოში კოვიდინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამი დომინანტი იმაზე ადრე გახდება, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ვარაუდით, ეს მიმდინარე თვის მეორე ნახევრიდან, თვის ბოლომდე მოხდება.
„ინდური შტამის დაფიქსირებული რაოდენობა მატულობს, მაგრამ გახდება თუ არა დომინანტი, ეს მხოლოდ დროის საკითხია. მოლოდინი გვქონდა, რომ ეს აგვისტო-სექტემბერში მოხდებოდა, მაგრამ ალბათ, კორონავირუსის ინდური ვარიანტი გაცილებით უფრო ადრე გახდება დომინანტი. სავარაუდოდ ივლისის მეორე ნახევარში ან ივლისის ბოლოს იქნება. ამის უკან, არ არის მხოლოდ ვირუსოლოგიური მონაცემი, ამის უკან დგას სიტუაციის კლინიკური გაუარესება, ვინაიდან კორონავირუსის ინდური ვარიანტი გამოირჩევა უფრო მეტად აგრესიული მიმდინარეობით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 185 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 185 279 101 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 004 923 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 33 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 606 272 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48 შემთხვევა გამოვლინდა.
ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 87 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში 14,სენაკის კლინიკა სენამედში 12, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 10 .სენაკი ლაზიკა მედში – 40 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 23 ,დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 38 პირი.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით,ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 ახალი შემთვევა გამოვლინდა, ფოთში არსებულ ვითარებაზე,უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის,საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.