სიახლე 

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრს ესტუმრა 12 07 21

9 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი,კელი დეგნანი დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალს, „ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრ“-ს ეწვია . ამერიკის ელჩი სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურას გაეცნო. კელი დეგნანმა ასევე დაათვალიერა ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია, რომლის მოწყობაც ამერიკის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს სანაპირო დაცვის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი პროექტის საფუძველზე გახორციელდა. სასწავლებელში 13 ლაბორატორიაა, რომელიც თანამედროვე სიმულატორებით არის აღჭურვილი და სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. საზღვაო სასწავლებლის 10 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას უკვე მიენიჭა ავტორიზაცია და მსურველები სექტემბრიდან შეძლებენ სახელმწიფო დაფინანსებით მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებას.

მსგავსი სტატიები