სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 3 შემთხვევა დაფიქსირდა 13 07 21

საქართველოში კოვიდინფიცირების 1862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელის თქმით, ვაქცინის შერევა-კობინაცია საშიში ტენდენციაა. მისი მტკიცებით, ვაქცინების კომბინაციასთან დაკავშირებით, საკმარისი მონაცემები, ან მტკიცებულებები არ არსებობს, ამიტომ, მოსახლეობას ვაქცინების შერევისგან თავის შეკავებას ურჩევს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმდება და ბოლო ორ კვირაში, აშკარაა კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ქვეყანა Pfizer-ის დოზებს მიიღებს და მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის “დელტა” შტამი უფრო აზიანებს მომავალ თაობას, განსაკუთრებით კი, ბავშვებს. “უკვე არის ბავშვთა ინფიცირების გარკვეული ზრდა და ბავშვთა საავადმყოფოებში საწოლფონდის დატვირთა,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევებიდან სამეგრელო – ზემო სვანეთში – 64, შემთვევა დაფიქსირდა. რუხის კლინიკაში იმყოფება – 109. ფოთის კლინიკაში 10 .სენაკის კლინიკა სენამედში = 12 . აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 16 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 28 დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 30 პირი. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით,ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 ახალი შემთვევა გამოვლინდა

მსგავსი სტატიები