სიახლე 

თბილისში მიმდინარე ამბებს ფოთელი ოპოზიციონერები გამოეხმაურნენ 13 07 21

TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, რეგიონალური ტელევიზიები უმრავლესობამ მაუწყებლობა დროებით გათიშეს. 5 ივლისს ოპერატორი ლექსო ლაშქარავა პარლამენტის წინ თბილისის პრაიდის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს კი ის გარდაიცვალა. აქცია-პერფომანსი პარლამენტის წინ დღემდე მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხს ფოთის ოპოზიციური პარტიის ლიდერები გამოეხმაურნენ. „ეს იყო ჟურნალისტების წინააღმდეგ და არა ლგბტს წინააღმდეგ მიმართული აქცია“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ ფოთში დარეჯან ცხვიტარიამ „მე გუშინ ვესწრებოდი აქციას და დღესაც ვაპირებ აქციაზე მისვლას“,- განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში პარტია ლელოს თავმჯდომარემ მაია ჩხარტიშვილმა.შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, ლექსო ლაშქარავა პარლამენტის წინ აქციაზე სასტიკად სცემეს, 11 ივლისს კი ის გარდაიცვალა. დაღუპული ოპერატორი დღეს დაკრძალეს.

მსგავსი სტატიები