სიახლე 

230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა 13 07 21

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ,ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსს ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ.,მისი თქმით აღნიშნული პროგრამით ფოთის 100-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. შეგახსენებთ,რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართი 800-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე დაუკანონდა და პროცესის სამომავლოდ გაგრძელებაც იგეგმება.

მსგავსი სტატიები