სიახლე 

„ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს 13 07 21

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტია პარლამენტში მონაწილეობას მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასა და კონსტიტუციის კენჭისყრაში მიიღებს. „ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვიქნებით იქ, სადაც არის თითოეული საქართველოს მოქალაქის ინტერესი, ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ პარლამენტში მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს. ირაკლი ღარიბაშვილის, გომელაურისა და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს და აქვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას ვესაუბრეთ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, მისი თქმით იმ პარლამენტში სადაც არაფერი ესმით, ნაციონალურ მოძრაობას არაფერი ესაქმება. შეგახსენებთ რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ ბლოკირებული და ხელისუფლების წარმომადგენლებს რიგგარეშე სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

მსგავსი სტატიები