სიახლე 

ფოთში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო 14 07 21

ევექსის კლინიკების, ფოთის პოლიკლინიკაში 2 თვეზე მეტია  კოვიდ-19-ის გეგმიური  ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. დღეს კი საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო, როგორც ჩვენთან საუბარში ფოთის პოლიკლინიკის მენეჯერი ნანა ლემონჯავა აღნიშნავს მოსახლეობის მომართვიანობა საკმაოდ მაღალია და ამ დროისთვის  უკვე 70 ჯავშანია. აღსანიშნავია რომ დღეს ფოთის მერიის, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები აიცრნენ, ისინი მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ, რათა კოვიდ-19 გლობალური პანდემია დასრულდეს..შეგახსენებთ რომ დღეს ფოთში , ევექსის კლინიკების ფოთის პოლიკლინიკაში კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო და როგორც ჩვენთვის ცნობილია,იმუნიზაციის პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები