კლასიკური მუსიკის კონცერტები რეგიონებში 14 07 21
„კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და დაფინანსებით, საქართველოს მასშტაბით იწყებს პროექტს „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“.პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის კლასიკური მუსიკის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კლასიკური მუსიკით ახალგაზრდა თაობის დაინტერესება და მოსმენის კულტურის განვითარება. კონცერტების მსვლელობისას თავად მუსიკოს-შემსრულებლები საინტერესო ფორმით მოუთხრობენ ბავშვებს მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა თუ ინსტრუმენტებზე.
დღეს არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის დარბაზში, პროექტის ფარგლებში ლექცია კონცერტი ჩატარდა,რომელშიც მონაწილეობდა : თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, სიმებიანი კვარტეტი „იბერი“ და თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით, ხორციელდება.