სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 1 შემთხვევა დაფიქსირდა 14 07 21

საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც მივიღეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული Pfizer-ის გარკვეული დოზები, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის დაწყების თარიღიც დაასახელა.

„პირველი ეტაპისთვის ამ პროცესში საქართველოს მასშტაბით ჩართული იქნება 7 კლინიკა. დღეის მდგომარეობით 30 ბრიგადა იქნება განკუთვნილი Pfizer-ით ვაქცინაციისთვის და ეტაპობრივად ამ პროცესში ჩაერთვება 80 დამატებითი კლინიკა და სულ მცირე 240 ბრიგადით მოვემსახურებით მოქალაქეებს. უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება 16 ივლისს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

“pfizer”-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

„აცრის გარეშე ვარ დავამთავრებთ და ვერ დავასრულებთ ქვეყანაში ეპიდემიას. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, მივიდეთ ამცრელ კაბინეტებში და ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთში – 71 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 109კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში  – 10.სენაკის კლინიკა სენამედში 12.,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 16 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 12. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში,ფოთში კოვიდ-19-ის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები