სიახლე 

ფოთს იაპონიის ელჩი სტუმრობდა 14 07 21

დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა ესტუმრა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მასზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. ქალაქის მერის განცხადებით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ფოთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას. ამ ეტაპზე, საქართველოში იაპონიის საელჩო ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამას (GGP) ახორციელებს, რომლის ამოცანაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაში.

როგორც იაპონიის ელჩმა აღნიშნა: საქართელოს სტრატეგიური მდებარეობა ძალიან საინტერესოა იაპონიისთვის.

შეგახსენებთ,რომ საგრანტო კონკურსებს  იაპონიის საელჩო საქართველოში ყოველ წლიურად აცხადებს, წელს ეს პროექტი განკუთვნილია სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის შესაძენად, რეგიონებში ჯანდაცვის და განათლების სფეროებში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად.

მსგავსი სტატიები