სიახლე 

ხვალ თემურ ბარქაიას დაკრძალავენ 16 07 21

წლების განმავლობაში ფოთის „კოლხეთი-1913“-ის პრეზიდენტი და გუნდის გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია 44 წლის ასაკში გარდაიცვალა, 

ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა წლების განმავლობაში ფოთის “კოლხეთი 1913-ის” პრეზიდენტი, კლუბის გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია, ვის სახელთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქალაქის გუნდის ლოკალური წინსვლა “კოლხეთისთვის” ურთულეს პერიოდში. საფეხბურთო კლუბი “კოლხეთი 1913″ იზიარებს მწუხარებას და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს”, – ვკითხულობთ “კოლხეთის” განცხადებაში.

თემურ ბარქაია ბიზნესმენი გახლდათ, რომელმაც 21-ე საუკუნეში ფოთის „კოლხეთი-1913“-ს ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება გაუწია და ყველაზე წარმატებული მმართველი იყო.

ის გუნდის დასახმარებლად სამჯერ მივიდა (2006-2009, 2010, 2013-2018) და სამივეჯერ დაბალ ლიგაში დაქვეითებული გუნდი ეროვნულ ლიგაში დააბრუნა.

შეგახსენებთ, რომ თემურ ბარქაიას ხვალ,17 ივლისს დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდს  წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში გადაუხდიან, შემდეგ  კი ფოთის კოლხეთის ცენტრალურ სტადიონზე მიაგებენ პატივს.

მსგავსი სტატიები