შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლას ოპოზიციური პარტიის წევრები გამოეხმაურნნე 16 07 21
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 19 ივლისს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, ის ბათუმში მასშტაბურ კონფერენციას დაესწრება. დაგეგმილ ვიზიტს ოპოზიციური პარტიის წევრები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის დოკუმენტის თითქმის ყველა პუნქტი დაარღვია და საერთაშორისო პარტნიორებს უპირისპირდება.აღნიშნულ საკითხს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ფოთში – დარეჯან ცხვიტარიაც გამოეხმაურა. „ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიქმნა, რადგან არცერთი არ შეასრულა მთავრობამ“ – განაცხადა ჩვენთან ინტერიუში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ფოთში – დარეჯან ცხვიტარიამ.შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 19 ივლისს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, რასაც ოპოზიციური პარტიის წევრები ეხმაურებიან