სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 11 შემთხვევა დაფიქსირდა 21 07 21

საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პირებისთვის შესაძლოა, ვაქცინა ერთჯერადად, ერთი დოზით გაკეთდეს. მისივე განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინის გაკეთებამდე 120- დღიანი ვადის 30 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწერება. დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმას, რაც მაისში, პიკის დროს და ნოემბრის დასაწყისში გვქონდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალსიტებს განუცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ასე გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბჭოში რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაციით შევა. სოციალური და ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოკდაუნის შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, სიტუაციიდან გამოსვლის მექანიზმი ვაქცინაცია და რეგულაციების აღსრულებაა. ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 415ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 97 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 121 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 20 კოვიდ პაციენტი სენაკის კლინიკა სენამედში 24 კოვიდ პაციენტია ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 14 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 28 პაციენტია, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 42 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის 11ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები