სიახლე 

კოლხეთის ეროვნული პარკი ვიზიტორებს კვლავ ელის 21 07 21

კოლხეთის ეროვნული პარკი კვლავ აქტუალური დასასვენებელი ტერიტორიაა, როგორც ქართველი,ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

ეროვნული პარკი,შარშანდელივით,წელსაც დამსვენებლებს კოვიდრეგულაციების სრული დაცვით უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკში ტურები რეგულარულად ტარდება. ვიზიტორმა ტურში მონაწილეონის მისაღებად წინასწარ უნდა დაჯავშნოს კონკრეტული ადგილი. „საერთაშორისო ექსპერტები დადებით რეკომენდაციას უწევენ კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო ნუსხაში შეტანას“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსმა ხათუნა ქაცარავამ. შეგახსენებთ, რომ .,,კოლხეთის ეროვნული პარკში” წელს სხვადასხვა სახის ტურები და ღონისძიებებია დაგეგმილი.

მსგავსი სტატიები