როგორ უნდა დავიცვათ თავი მაღალი ტემპერატურის დროს
ხანგრძლივად მაღალ ტემპერატურაში ყოფნით ჩვენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე — იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით ჩვენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ნინო ჭანტურიას ვესაუბრეთ. მედიკოსების თქმით მაღალი ტემპერატურის დროს, განსაკუთრებით საყურადღებოა 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების, ორსულების, ბავშვებისა და ქრონიკული დაავადებების მქონეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმისთვის რომ მაღალმა სიცხემ არ გამოიწვიოს ორგანიზმში გაუწყლოვება ექიმები გვირჩევენ, რომ დღის განმავლობაში მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და მოვერიდოთ დღის 11 საათიდან საღამოს 18 საათამდე ქუჩაში სიარულს. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი), გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა; სითბური გამოფიტვა; და სითბური დაკვრა.