ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი წევრების არჩევის პროცესი დასრულდა 08 16 21
ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი წევრების არჩევის პროცესი დასრულდა. აღნიშნულ პროცესში ოპოზიციის ნაწილმა „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „გირჩმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მონაწილეობა არ მიიღო.„სხდომაზე ხუთი პოლიტიკური პარტიის კომისიის წევრმა უარი განაცხადა მონაწილეობა მიიეღო ამ არჩევაში“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ფოთის 70-ე საოლქო საარჩვენო კომისიის თავჯდომარემ, სალომე როდონაიამ.ინტერვიუაღნიშნულ საკითხს პარტია ლელოს ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარე გამოეხმაურა „ჩვენ რა თქმა უნდა არ მივიღეთ ამ ფარსში მონაწილეობა და გამოვეთიშეთ ამ პროცესებს.“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ფოთის საკრებულოს წევრმა პარტია ლელოს ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარემ მაია ჩხარტიშვილმა.შეგახსენებთ, რომ ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი წევრების არჩევის პროცესი დასრულდა, სადაც მონაწილეობა „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „გირჩმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ არ მიიღო.