სიახლე 

ნაციონალური მოძრაობა ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენაზე მსჯელობს 08 17 21

,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მერობის კანდიდატები პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ დაასახელა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფოთში მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან თინა ბოკუჩავა იქნებოდა,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას ვესაუბრეთ. როგორც ის აცხადებს: ბოკუჩავა ფოთში მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. შეგახსენებთ,რომ პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე დღეში დაასახელებს კანდიდატს,რომელიც ფოთის მერობისთვის იყრის კენჭს.

მსგავსი სტატიები