პარტია “ევროპული საქართველო” ფოთის 70-ე საოლქოში, დარეგისტრირდა 03 09 21
პარტია “ევროპული საქართველო” ცესკოში,ფოთის 70-ე საოლქოში, დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიების შეთანხმების შედეგად ,,ევროპული საქართველო”-ს ფოთში ორი მაჟორიტარული კანდიდატი ეყოლება, ნაბადის უბანში ირაკლი დუნდუა,კუნძულის უბანში – გიორგი შამუგია.-პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარე, ვახტანგ დარცმელიძე,საკრებულოს თავჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატია . „არანაირი ხარვეზი არ გვქონია, შესაბამისად, მივიღეთ ჩვენ დასტური, რომ ჩვენი სია არის რეგისტრირებული და აქტიურად ვერთვებით საარჩევნო კამპანიაში“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში პარტია „ევროპული საქართველო“-ს წევრმა, გიგა გვასალიამ. შეგახსენებთ, რომ პარტია “ევროპული საქართველო” ცესკოში დარეგისტრირდა.