ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 06 09 21
საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
400-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებებში, გარკვეულწილად ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განმარტა, თუ რა შემთხვევაში ითვლება პაციენტის მდგომარეობა მძიმედ: „პირველ რიგში, ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც სუნთქვის უკმარისობა აქვთ. მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექცია პირველ რიგში ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებსა და სასუნთქ გზებს, ამდენად, ყველაზე ხშირი სიმპტომები სუნთქვასთან დაკავშირებულია. სუნთქვის უკმარისობა კლინიკებში სხვადასხვაგვარად ფასდება. სახლის პირობებში ასეა შესაძლებელი: თუ პაციენტს აქვს გაძნელებული სუნთქვა, ქოშინი, ადვილად იღლება, ცხვირ-ტუჩის გარშემო სილურჯე აღენიშნება, ასევე თუ ოჯახში გვაქვს პულსოქსიმეტრი და ჩვენ განვსაზღვრავთ სატურაციას და ვნახავთ, რომ 90-ზე დაბალია, აი, ეს მაჩვენებლები უკვე არის საგანგაშო და ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში გადაყვანას საჭიროებენ.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტს მუტაციები აქვს, რომელმაც ვაქცინებით წარმოებული ანტისხეულების დაცვას, შესაძლოა, გვერდი აუაროს.
ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში , COVID-19 -ის 10 ახალი შემთხვევა ამოვლინდა
ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 35 პაციენტი. ფოთის „ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი“-ში კი 36 პაციენტი.