სიახლე 

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე გუნდთან ერთად შეხვედრას განაგრძობს 09 09 21

„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე გუნდთან ერთად  წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც  ის, ფაზისის, ჭავჭავაძის , დანელიას, 9 აპრილის და გეგიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

კანდიდატის თქმით, მოსახლეობას, ყოველდღიურ რეჟიმში აცნობენ იმ მთავარ პრიორიტეტებს, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

ისმენენ მათ მოსაზრებებს, რადგან ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, თუ რა საჭიროებები აქვს კონკრეტულ უბანსა თუ ქუჩას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. „სწორედ მოსახლეობასთან ერთად უნდა დავგეგმოთ ყველა ის პროექტი, რომელიც მომავალში მათ უბანში განხორციელდება, რათა მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები” -განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

შეგახსენებთ,რომ 2021 წლის,2 ოქტომბერს ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნები იმართება,რომელშიც საზოგადოება ქალაქის მერსა და საკრებულოს წევრებს აირჩევს.

მსგავსი სტატიები