სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 13 09 21

საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „სინოფარმის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია კვლავ შესაძლებელია. დღეიდან განახლდება კლინიკებში სინოვაკით აცრებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ აცრილებისთვის დღეიდან ლატარიის გათამაშება იწყება, რომლის საპრიზო ფონდი სამ მილიონ ლარამდეა. ფულადი ჯილდო ყოველდღიურად გათამაშდება, მოგებულებს კი პრიზის შესახებ ტელეფონზე შეტყობინება მიუვათ. 24 ათასიც რომ აიცრას ყოველდღიურად, წლის ბოლოსთვის სამიზნე მაჩვენებელზე გავალთ და მეტიც გვექნება. 60 %-ი მოზრდილი მოსახლეობის, მაგრამ 60 %-ზე მეტია საჭირო, რომ უფრო მდგრადი კოლექტიური იმუნიტეტი იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, პირველ დოზებზე ჯავშნები თანდათან იკლებს. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 946 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99 შემხვევა დაფიქსირდა. ფოთში ბოლო 24 საათში COVID-19 -ის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ამ პერიოდისათვის რეგისტრირებულია 7389 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7044 პაციენტი, გარდაცვლილი -84, ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 37 პაციენტი. ფოთის „ცენტრალური საავადმყოფო ბომონდში“ 26 პაციენტი

მსგავსი სტატიები